ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

10.06.21 18:20
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართლის სოფელ კირბალიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. 60 წლის გერონტი პაპიტაშვილი ოკუპანტებმა მაშინ წაიყვანეს, როცა ის საქონელს მწყემსავდა. მამაკაცი ცხინვალში რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს. როგორც გატაცებული ამბობს, მოხდა მისი იდენტიფიცირება, გადაუღეს სურათები და უკან გამოუშვეს. 

გატაცება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. გერონტი პაპიტაშვილი უკვე სახლში იმყოფება.

დღეს ოკუპაციის ხაზი ლიეტუვის პრეზიდენტმა მოინახულა. უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი გატაცებული მამაკაცის გათავისუფლებას, უცნობია.