მუქარა "ანტიმაიდნით" - ზურაბ მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

24.10.23 13:27
მუქარა "ანტიმაიდნით" - ზურაბ მახარაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

არასამთავრობო სეტორის მოთხოვნის შემდეგ "ალტ-ინფოს" ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს. გომალურის უწყებაში ამ წუთებში ზურაბ მხარაძეს ჰკითხავენ. პრორსული დაჯგუფების ლიდერთან კითხვები იმ მუქარასთან დაკშირებით აქვთ, რომლის შესახებაც აქციაზე ილაპარაკა. მახარაძე "ალტ -ინფოს" სხვა ლიდერებთან ერთად მასობრივ არეულობას აანონსებს და ე.წ. "ანტიმაიდნის" მოწყობით ემუქრება ყველას, ვინც ქუჩაში გავა და "ოცნების" რუსულ პოლიტიკას გააპროტეტსებს.

გამოკითხვაზე შესვლამდე მახრაძემ "ანტიმაიდნის" მოწყობით ისევ დაიმუქრა და თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს. 

თუ ოპოზიციას უნდა, ნონ-სტოპ, ყოველდღე ატაროს აქციები, არ გვაინტერესებს. ეგ ჩვენი საქმე არ არის. სიტყვის და გამოხატვის საჯარო დემონსტრაციის ფარგლებშ, ვინ რას იმოქმედებს, არ მაინტერესებს. ეგ ჩემი საქმე არ არის. „ოცნებას“ ვინმე აქციებს უწყობს? არ მაინტერესებს. ჩვენ ვთქვით, თუ დაიწყება სახელმწიფო გადატრიალება, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, მერე ავდგებით და ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი არა თუ უფლებას, არამედ გვავალდებულებს. არ დაიწყოსთ „მაიდანი“ ანუ ძალადობრივი დამხობა და არანაირი ანტიმაიდანი არ იქნება! პირიქით, მათ უნდა მოგვაქწოდონ აქეთ კიდევ დამატებითი ინფორმაცია, რატომ არ არიან დაკავებული ის ხალხი, ვინც მათივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ამიტომ, - თქვა მახარაძემ. 

მსგავსი სიახლეები