არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია

10.06.21 23:40
არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია

არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიას "რექციაში" განაცხადა. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე, რაზეც მელიამ აღნიშნა, რომ შეიძლება სხვა მიზნები ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში: 

ჩემს გარშემო მე არ განვიხილავ ერთობას... თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. თავდაბლობის გარეშე ვამბობ, შეიძლება სხვა მიზნები და ამოცანები მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა. მაგრამ თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი სხვადასხვა პოზიციიდან, არაა აუცილებელი თბილისის მერობის კანდიდატი იყო.