პანსიონის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა - ანა აბაშიძე

11.06.21 10:27
პანსიონის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა - ანა აბაშიძე

პანსიონის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე საშიში მუქარა და ზეწოლა ხორციელდება - ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრი, ანა აბაშიძე, ავრცელებს. 

უფლებადამცველის თქმით, პროკურატურისგან ოჯახის დაცვას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 

ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ, გაჩუმდეს, თორემ რაც მოუვა, ნახავს. ორი დღეა, ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი არაფერს. ხოდა, ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს, ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს, ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს, ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას!!!" - წერს ანა აბაშიძე.