სადავო ამნისტია - პარლამენტში დღეს ოპოზიციის კანონპროექტის პირველი მოსმენა იმართება

11.06.21 11:54
სადავო ამნისტია - პარლამენტში დღეს ოპოზიციის კანონპროექტის პირველი მოსმენა იმართება

ოპოზიციის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში დღეს იმართება. ცნობილია, რომ  აღნიშულ კანონპროექტს მოწინააღმდეგები არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც ჰყავს. ამნისტიის შესახებ ნებისმიერი კანონპროექტის წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობა“. მხარდამჭერების სიმცირის გამო, სავარაუდოა, რომ ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდნისთვის არის განწირული. 

„ქართული ოცნება“ კი საკუთარი კანონპროექტის დაკანონებისთვის ემზადება. არა ერთი კრიტიკის მიუხედავად, მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამბობს, რომ მათი კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტსა და სამართალთან სრულ შესაბამისობაშია.

ჩვენს პროექტში არის მთელი სისავსით ასახული ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული და ყველა ის ფუძემდებლური, საერთაშორისო, თუ კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები, რაც აუცილებელია, რომ ამნისტია იყოს სრულყოფილი, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.