დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - უსკო-ს თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევას ,,ენმ"-ს უკმაყოფილება მოჰყვა

11.06.21 12:54
დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - უსკო-ს თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევას ,,ენმ"-ს უკმაყოფილება მოჰყვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკო-ს თავჯმდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს, პარმენ ჯალაღანიას, მხარი დაუჭირა.  უსკო-ს მოქმედი თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
სხდომის დაწყებამდე  ,,Ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ჯალაღონიას  არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები და   კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრება და კითხვების დასმა მოითხოვეს.

 როგორ ჩაატარა არჩევნები ვნახეთ, 120 შემაჯამებელი ოქმიდან 97-ში არის დისბალანსი, კითხვების დასმის საშუალება, როცა უმაღლესი საბჭოს წევრს, არ მეძლევა უსკოს თავმჯდომარის მიმართ, ეს არის  ძალიან ცუდი." - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი კირთაძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ კი ოპოზიციას რეგლამენტი შეახსენა, რომ პარმენ ჯალაღონიას უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტის მიხედვით უკვე მოუსმინა მაშინ,  როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

 პარმენ ჯალაღონია საკანონმდებლო ორგანოში ორი თვის წინ წარსდგა და მის გაწეულ საქმიანობაზე ვისაუბრეთ. Შემოსულიყავით ორი თვის წინ და დაგესვათ კითხვები, ამ მატარებელმა ჩაიარა და თქვენ გინდათ, რომ უკან დავბრუნდეთ ორი თვის წინ და ვისაუბროთ? ასე არ გამოვა" - განაცხადა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.