რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - აქტივისტმა პარლამენტარებს ფურცლები დააყარა (ფოტო)

11.06.21 13:15
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - აქტივისტმა პარლამენტარებს ფურცლები დააყარა (ფოტო)

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - ამ შინაარსის ფურცლები დააყარა აქტივისტმა მამუკა ჟუღელმა დეპუტატებს. 

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში ფურცლები მაშინ გადმოყარა, როცა საკანონმდებლო ორგანოში სხდომა მიმდინარეობდა. 

აქტივისტი ადგილიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.