შეუბრუნებს თუ არა პროკურატურა გახარიას ხორვას ქუჩის მკვლელობის საქმეს - ადვოკატი პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობს

11.06.21 13:48
შეუბრუნებს თუ არა პროკურატურა გახარიას ხორვას ქუჩის მკვლელობის საქმეს - ადვოკატი პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობს

ხორავას ქუჩის საქმე - ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმის განახლება პოლიტიკურად მართული პროცესია, მიზანი კი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრზე გასვლა და არასწორი გამოძიების წარმართვაში დადანაშაულებაა.

მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმე,  ფაქტობრივად, გიორგი გახარიას თაოსნობითაა შეთითხნილი. დღეს მოქმედ ხელისუფლებას სურს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკომპრომიტირებელი ბევრი მასალის გამოვლენა, რადგან ეს უკანასკნელი კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერია. მისთვის ხმების წართმევის სწორეც დღეს, 4 წლის შემდეგ, გაახსენდათ ეს საქმე. უბრძანეს სასამართლოს, თარიოდან ჩამოეღო საქმე და დაეწყო გამოძიება"- აცხადებს ზურაბ თოდუა.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან გამომძიებელი და ადვოკატი ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა მსჯავრდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მიზეზად საქმის პოლიტიკური მოტივი დაასახელა.

მიხეილ კალანდიასთან გამომძიებლები საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი მენაბდის, მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.  მას სასამართლომ 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.