80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე- პარლამენტმა პარტიების დაფინანსების კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

11.06.21 14:56
80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე- პარლამენტმა პარტიების დაფინანსების კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე - პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტმა მხარი დაუჭირა. 

კანონპროექტის მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის, ინფორმაციით, ინიციატივა ითვალისწინებს პარტიების არა დაფინანსების შეწყვეტას, არამედ, დროებით შეჩერებას.

იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც კონკრეტული პარტიის შეიწყვეტს უფლებამოსილებას, ამოქმედება ეს მექანიზმი, რომელიც უკავშირდება დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება. თუ შემდგომ პარტია იმოქმედებს პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად, ეს დაფინანსება აღუდგება", — აღნიშნა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის ინფორმაციით,  ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონი ამოქმედდეს არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან.