შევახსენებ ხელისუფლებას, გაიხსენონ, როგორ დაასრულა წინამორბედმა - ანა ბუჩუკური "ოცნებას" მიმართავს

11.06.21 15:38
შევახსენებ ხელისუფლებას, გაიხსენონ, როგორ დაასრულა წინამორბედმა - ანა ბუჩუკური "ოცნებას" მიმართავს

„საქპატენტის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ. ექსპრემიერის გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური, ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, ის მის წინამორბედს ძალიან ემსგავსება და დასასრულიც ასეთივე ელის. 

ჩვენი გუნდი დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ, რომ როგორც რეგიონებში, ისე ცენტრალურ დონეზე ჩვენთან რაიმენაირად დაკავშირებული ადამიანების მიმართ ხდება აი, ეს გაურკვეველი დევნები, ზეწოლები და ა.შ. შევახსენებ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ, ძალიან ბაძავენ წინამორბედს და გაიხსენონ, როგორ დაასრულა წინამორბედმა, - ამბობს ანა ბუჩუკური .

"საქპატენტის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო.