ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
გიტანას ნაუსედამ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, საქართველოს, როგორც NATO-ს ოჯახის წევრს, ხედავს. დღესვე ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება ილია მეორეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.