გახარიას მხრდამჭერები კი არა, „ნაცები“ მუშაობენ დღემდე და არ გაგვიშვია - ირაკლი ზარქუა

11.06.21 15:59
გახარიას მხრდამჭერები კი არა, „ნაცები“ მუშაობენ დღემდე და არ გაგვიშვია - ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, „საქპატენტის“ გადაყენებულ თავმჯდომარეს სასამართლოში ჩივილს ურჩევს. მმართველი გუნდის წევრი აღიარებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევები სხვა დროსაც იყო, თუმცა დაზარალებულებმა სამართალს მიაღწიეს. 

თუ ასეთი შემხთხვევა არის, რომ ის თავს გრძნობს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, შეუძლია, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში. ისევე, როგორც არა ერთი შემთხვევა იყო, კიდევ ერთხელ ვაღიაროთ, რომ მართლა იყვნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ზოგიერთი, აღიდგინეს, კომპენსაციაც მიიღეს. გახარიას მხრდამჭერები კი არა, „ნაცები“ მუშაობენ დღემდე და არ გაგვიშვია, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
 

 "საქპატენტის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო.