აქტივისტები, რომლებმაც დეპუტატებს თავზე ფურცლები დააყარეს, 80 ლარით დაჯარიმდნენ
აქტივისტები, რომლებმაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფურცლები გადმოყარეს, 80 ლარით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნატა ფერაძე, ავრცელებს. არსებული ინფრომაციით, აქტივისტები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდნენ.
ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში დეპუტატებს თავზე ფურცლები გადააყარეს. ამით მათ ის უმოქმედობა გააპროტესტეს, რომელსაც ხელისუფლება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით იჩენს.