პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო

11.06.21 16:37
პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო

17 მომხრე და 61 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა 20 ივნისის საქმეების ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო. 

ცნობილია, რომ  აღნიშულ კანონპროექტს მოწინააღმდეგები არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც ჰყავს. ამნისტიის შესახებ ნებისმიერი კანონპროექტის წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობა“. მხარდამჭერების სიმცირის გამო, სავარაუდოა, რომ ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდნისთვის არის განწირული. 

„ქართული ოცნება“ კი საკუთარი კანონპროექტის დაკანონებისთვის ემზადება. არა ერთი კრიტიკის მიუხედავად, მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის. 

ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია.