აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი? - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

11.06.21 16:40
აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი? - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ხელისუფლებას იდეების მითვისებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში ფინანსთა მინისტრს დაუპირისპირდა. 

უფრო კონკრეტულად,  რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მიითვისა მისი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით.

მინდა, შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მცირე ბიზნესისათვის მინდოდა შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს ჩვენს მწირ ეკონომიკას საშინლად დაანგრევდა. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად, 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადიდან. 

მომპარეთ კანონი.  ბევრ კანონს დავწერ კიდევ, რომ მომპაროთ და კარგი საქმეები გაკეთებინოთ... - მიმართა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს და იქვე დაინტერესდა, მომავალშიც აპირებენ თუ არა მოპარონ იდეები.                                                                                                                                                                                                                      

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ,,მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატთა კითხვებს პასუხობს.