ახალგაზრდებს ისევ ემუქრებიან - ომბუდსმენი ნონოწმინდაზე

11.06.21 17:26
ახალგაზრდებს ისევ ემუქრებიან - ომბუდსმენი ნონოწმინდაზე

"თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას"- ამის შესახებ საგანგებო განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გააკეთა. 

ომბუდსმენი ამბობს, რომ მოქმედ და ყოფილ ბენეფიციარებს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული მათ შორის სასულიერო პირებიც ემუქრებიან.

მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.

თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება"- აცხადებს სახალხო დამცველი. 

მსგავსი სიახლეები