ექსკლუზივი: მაგიური ხეები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად - რით ერთობა ოლიგარქი

28.10.23 21:02
ექსკლუზივი: მაგიური ხეები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად - რით ერთობა ოლიგარქი

რით ერთობა ოლიგარქი? - "ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი მაგიური ხეები, რომელიც "ოცნების" დამფუძნებელმა აფრიკაში მოთხარა, საქართველოშია. 

მაგიური ხეები, რომელიც მსოფლიოში უკვდავების, ძლევამოსილების და სიძლიერის სიმბოლოდ არის ქცეული, ივანიშვილმა საკუთარი ეზოსთვის ჩამოიტანა.

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ხეების გამო ფოთის პორტში, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ტერმინალთან მიახლოება, სადაც ივანიშვილის მაგიური ბაობაბები დაასაწყობეს, აკრძალულია. 

ირკვევა, რომ ანტიგუა და ბარბუდას დროში ქვეშ მცურავი 120 მეტრიანი გემიდან, სამი ხე უკვე ჩამოიღეს და სარკინიგზო ლიანდაგის ბაქანზე განალაგეს. მეოთხე ხე უკვე მეექვსე დღეა ვერ ჩამოაქვთ, რადგან საბუთებს ვერ პოულობენ და ამის გამო საბაჟოზე არ იციან, რა უნდა ქნან, როგორ განაბაჟოს ქვეყნის ბატონის მიერ, დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული უკვდავების ხეები.

კენიაში ეს ხეები ბიძინა ივანიშვილისთვის ერთი წლის წინ ამოთხარეს, შემდეგ გააჩერეს, რადგან სკანდალი გასკდა, როგორ გადაიხადა აფრიკული სიმდიდრის გასატანად ოლიგარქმა დიდი ფული და როგორ  გაჰქონდა ქვეყნიდან ასწლოვანი ბაობაბები, რომლის გაყიდვაც არ შეიძლებოდა. 

საბოლოოდ, ივანიშვილმა ამ ხეების ჩამოსატანად მილიონები დახარჯა, აფრიკაში ხალხის პროტესტის მიუხედავად, ამოთხრილი და ლამის გატაცებული მაგიური ხეები, კენიის პორტიდან, ინდოეთის ოკეანის გავლით, ჯერ ატლანტიკის ოკეანეში გადაზიდა, შემდეგ, ხმელთაშუაზღვაში, შემდეგ ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში და ბოლოს ფოთში.

 ხეების ერთ ნაწილს დენდროლოგიურ პარკში წასაღებად, მეორე ნაწილს კი თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.

სიცოცხლის ლეგენდარული ხის მეცნიერული შესწავლა, 30 წლის წინ დაიწყეს და როგორც ჩანს, ამ კვლევის შედეგები ქართველი ოლიგარქისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ბაობაბის ნაყოფი შეიცავს ინულინს, რომელიც ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს,  ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პროდუქტს ორგანიზმიდან გამოაქვს შხამები, ტოქსინები და მძიმე მეტალის მარილები. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ხის ნაყოფში უნდა იმალებოდეს სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო.

მაგიური ხეებით ბიძინა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია შეპყრობილია. სასტუმრო პარაგრაფში 2 ბაობაბი უკვე დგას, თუმცა ეს ხეები ოლიგარქმა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოატანინა. 

ივანიშვილის მაგიური ხეები - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები