გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

11.06.21 18:14
გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, პარტის, „საქართველოსთვის“, თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვდა. 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით,  ფილიპ რიკერმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა  საკუთარი პარტიისა და პოლიტიკური გეგმების შესახებ.  

გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ  კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.  

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე, ესწრებოდნენ. 

ინფორმაციას პარტიიის, „საქართველოსთვის“, პრესსამსახური ავრცელებს.