ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან.ნიკა მელიას თქმით, ვაშინგტონში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.
ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის პირველი შეხვედრაა ამ რანგის და მინდა მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს“, - ამბობს ნიკა მელია.