მნიშვნელოვანია, გაიცეს დადებითი რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში - არასამთავრობოები ჰერჩნსკის მიმართავენ

02.11.23 11:53
მნიშვნელოვანია, გაიცეს დადებითი რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში - არასამთავრობოები ჰერჩნსკის მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს მიმართავენ. ქვეყანაში მოქმედი გავლენიანი ორგანიზაციები პირადად პაველ ჰერჩნსკის სთხოვენ ევროკომისიამ საქართველოზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. 

მიმართვას ხელს 170-მდე ორგანიზაცია აწერს ხელს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სრული უმოქმედობის რეჟიმშია გადასული, რის გამოც მოქმედება თავად გადაწყვიტეს. ქართველი ხალხის სახელით, პერჩინსკისთვის გადაცემულ მიმართვაში წერენ, რომ ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მონიჭებით ქართველებს შანსს მისცემს იცხოვრონ თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ისინი პირდაპირ მოუწოდებენ და სთხოვენ ევროპელ პარტნიორებს საქართველოს კიდევ ერთი შანსი მიეცეს, რათა დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. გიგაურის ამბობს იმასაც, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან მნიშვნელოვანია დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

ვთხოვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მოგვცეს ჩვენ საქართველოს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ შანსი იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. კი, ჩვენ ვიცით რა გამოწვევებიც გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დღეს გვაქვს რეგიონში მნიშვნელოვანია, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძის თქმით, ევროკომისიის ელჩს დიდი მონდომება და სურვილი აქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და რომ ის ყველაფერს აკეთებს საქართველოს დახმარებისთვის.

ვიმსჯელეთ, როგორი შეიძლება იყოს პასუხი და ბოლო წუთამდეც არ არის ეს გადაწყვეტილი. ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა და დისკუსია ევროკომისიაში და ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი და თავად ელჩიც ძალიან მონდომებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული და მისი მხრიდან ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს დაეხმაროს", - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

 

 

მსგავსი სიახლეები