ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული - მათიკაშვილი ქურდულ გავლენებზე კითხვას პასუხობს

13.06.21 13:19
ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული - მათიკაშვილი ქურდულ გავლენებზე კითხვას პასუხობს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი, საქართველოში ქურდული გავლენების არსებობის ფაქტს უარჰყოფს და ამბობს, რომ ,,ტვ პირველი" პროპაგანდას ეწევა. მათიკაშვილის აზრით, ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტები არსებობა არ დასტურდება, რადგან ამაზე უცხოელ პარტნიორებს არაფერი უთქვამთ.

პარტიული ტელევიზიის პროპაგანდა, რაც გადის ეთერში. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, მას გააჩნია სამართლებრივი პროცესები ყველა მიმართულებით და თუკი ვინმე ფიქრობს, რომ სადმე უფლება დაირღვა, ან არასწორი ქმედება განხორციელდა, მას აქვს სრული უფლება, ეს ყველაფერი გაასაჩივროს. აბსოლიტურად სხვა რამეს მეტყველებს ის შეფასებები, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის", - ამბობს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ,,ტვ პირველის" შაბათის ეთერმა სკანდალური დოკუმენტების შინაარსი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გავლენებს ქურდული სამყაროს წევრები ინაწილებენ და ბიზნესდავებიც პოლიციის გვერდის ავლით, მათი მეშვეობით, გვარდება.