"დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი" - ბრეგაძის პირველი კომენტარი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარზე

02.11.23 16:36
"დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი" - ბრეგაძის პირველი კომენტარი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარზე

კლინიკიდან გაქცეულმა პატიმრებმა თბილისის დატოვება მოახერხეს და საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მათი დაკავება დედაქალაქის სიახლოვეს შეძლეს. ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამივე პატიმარი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ, თუმცა დამატებით დეტალებზე ის არ საუბრობს.

როგორც ბრეგაძე ამბობს, დაკავებულ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდებათ და სასამართლოს მხრიდან დანაშაულის დადგენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 6-დან 8 წლამდე ემუქრებათ.

არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი გათავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი.
მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით.
ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. 
მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.

 

მსგავსი სიახლეები