კლინიკიდან გაქცეული პატიმრები - ბადრაგის დაკავება ოფიციალურად დასტურდება

02.11.23 16:57
კლინიკიდან გაქცეული პატიმრები - ბადრაგის დაკავება ოფიციალურად დასტურდება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის პენიტენციური უწყების თანამშრომელია და განმარტავს, რომ მისი დაკავების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის დაკავებული არის ჩვენი ერთი თანამშრომელი, ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, მიმდინარეობს გამოძიება და მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ვარ მოკლებული," - ამბობს რატი ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები