ნატო-ს სამიტზე საქართველოს საკითხი დღეს ქართული დელეგაციის გარეშე განიხილება
ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იწყება. მოხსენების ერთ-ერთი თემა საქართველოც იქნება, თუმცა საკითხის განხილვა ქართული დელეგაციის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.
ბრიუსელში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ჩავა. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ფორუმს, სადაც ის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრებს.