დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები - საკითხი შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს

14.06.21 11:19
დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები  - საკითხი შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს

დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს - შესაძლოა, ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს. ხელისუფლების მხარდამჭერები თვლიან, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ენმ-ს ხელმოწერის გარეშე, მმართველ გუნდს უფლება აქვს ნაკისრი ვალდებულება არ შეაუსრულოს. 

შარლ მიშელის დოკუემნტზე ხელმომწერი ოპოზიცია კი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერის გარეშეც შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნტქი უპირობოდ უნდა შესრულდეს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს თუ არ მოაწერს ამ დოკუმენტს, დოკუმენტი არის ხელმოწერილი ხელისუფლების მხრიდან. იმ ვალდებულებისგან გაქცევა, რომელიც აიღო საკუთარ თავზე „ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში გაუჭირდება და სეუძლებეია. თუმცა ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღეს შესაბამისის გადაწყვეტილება და ხელის მოაწეროს ამ დოკუემნტს. ეს გააძლიეერბდა ოპოზიციას, - ამბობს დამოუკიდებეილ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის თქმით, შეთანხმება შედგა და ამას ხაზი გაესვა  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.

ყველა ოპოზიციურმა ძალამ, გარდა ენმ-სი ხელი მოაწერა შეთანხმებას, შეთანხმება შედგა. ამას ხაზი გაესვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამიტომ ყველა პუნტქი, რომელიც ამ შეთანხმებაშია უკვე არის შეთანხმებული და უკვე უნდა იყოს დაცული, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკოს ელისაშვილი ფიქრობს, რომ შეტანხმების დარღვევის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფაისი გადახდა მოუწევს. 

პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“. მსგავსი ნათქვამი, რომ თუ ყველა ხელს არ მოაწერს, მაშნ 43%-იანი ეს დათქმა ამოქმედდება, ამას არ შევასრულებთ, ასეთი რამ არსად წერია. მაშინ საარჩევნო რეფორმას რატომ ვახორციელებთ?, - ალეკო ელისაშვილი.

შარლ მისელის დოკუემნტის მიხედვით თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არცევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უდნა დაინიშნოს.