ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინასა და საქართველოში - სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.
ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედებებს მეზობლების უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ,ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს მოკავშირეების წინაააღმდეგ. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება, ურთიერთობები რუსეთსა და ალიანსს შორის ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რუსეთთან დიალოგს გავაგრძელებთ, დიალოგი არა სისუსტის არამედ სიძლიერის მაჩვენებელია, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან საუბარი", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ჩინეთთან საუბარი სამხედრო თემებსა და კლიმატის ცვლილებებზეც მოუწევთ.
ნატო-ს სამიტი ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს. ენს სტოლტენბერგმა შესავალი სიტყვა თქვა. მოხსენების ერთ-ერთი თემა საქართველოც იქნება, თუმცა საკითხის განხილვა ქართული დელეგაციის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. სამიტზე ქართული დელეგაცია არ მიუწვევიათ.