მერწმუნეთ, პოლიციას ნამდვილად არ უხარია გუმათში დამატებითი ძალებით ყოფნა - ნათია თურნავა

14.06.21 14:03
მერწმუნეთ, პოლიციას ნამდვილად არ უხარია გუმათში დამატებითი ძალებით ყოფნა - ნათია თურნავა

როდის დატოვებს პოლიცია რიონის ხეობას - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ზუსტ თარიღს არ ასახელებს. 

ნათია თურნავას თქმით,  პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს მათ შორის იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო.

პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის. იყო ამის სამწუხარო მაგალითები. აქედან გამომდინარე, როგორც კი ჩვენ გვექნება თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი და ასე შემდეგ. თუ გვექნება გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, საკითხი მყისიერად გადაწყდება"- თქვა თურნავამ.