ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი გინტურის სიკვდილით გახარებულია

07.11.23 15:42
ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი გინტურის სიკვდილით გახარებულია

 

 

 

"ოცნება" სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის - გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია და ღირსება არ ჰყოფნის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები არ აკეთოს.

რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხის უნდა გამოვიდეს, მაგრამ პოლიტიკოსთა ჯგუფი ასე გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ცოტა ხანს მაინც უნდა გაჩუმდეს, ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის, აი ეს ღირსება არ გააჩნია. თვალთმაქცური, ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს". - განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადავიდა - პრეზიდენტი რომელსაც უცხოეთში ვიზიტები აუკრძალეს, ხვალ დიდ შეკრებას აანონსებს.

პრეზიდენტის ინიციატივით, მოქალაქეების შეკრების შემდეგ, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც ევროკავშირში ქართველი ხალხის სახელით გაიგზავნება. ეს აქცია კი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის იქნება გზავნილი რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სოფელ კირბალთან მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. 

მსგავსი სიახლეები