ფულის გათეთრება შემოწირულობებით? - რის ხარჯზე და როგორ იზრდება "ოცნების" სალარო
სამი მილიონ 260 ათასი ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არასაარჩევნო წელს საჩუქრად მიიღო. კობახიძე-ღარიბაშვილის პარტიას ფული საქართველოს 123 - მა მოქალაქემ აჩუქა, თუმცა სიის გაშიფვრის შემდეგ "შაბათის ეთერმა" კოორდინირებული გადარიცხვები აღმოაჩინა - ანუ რატომღაც ერთ დღეს, უცებ, ბევრ ადამიანს "ოცნებისთვის" ფული ჩუქების სურვილი გაუჩნა. დიდ ნაწილს ბიზნესი არ აქვს და ასე ჩუქნის მმართველ პარტიას, 60, 50 ან 30 ათას ლარს.
"შაბათის ეთერი" ადგენს, ვინ არის ხალხი, ვინც "ქართულ ოცნებას" ფული აჩუქა.
საბოლოოდ, "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, რომლითაც რუსულმა კომპანიებმა "ქართულ ოცნებას" ათი ათასობით ლარი აჩუქეს.
სავარაუდოდ, რუსული კომპანიები კვალის ასარევად ქართველი თანამშრომლების ანგარიშებს იყენებენ, რომ ივანიშვილის პარტიას დიდი ფული აჩუქონ და თავად არ გამოჩნდნენ. იმ ხალხის ოჯახები, რომლებმაც ოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას დიდი ფული აჩუქა, თავადაც გაოგნებულები არიან. მათი თქმით, ისინი თავს ძლივს ირჩენენ და წარმოუდგენელია, ასეთი თანხები კობახიძე-ღარიბაშვილის პარტიისთვის ვინმეს გადაერიცხა.
რის ხარჯზე და როგორ იზრდება პარტიული სალარო? - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი