ვაძლევთ ვადას, გააუქმონ "პრაიდი" - ვასაძის ულტიმატუმი ხელისუფლებას

15.06.21 14:54
ვაძლევთ ვადას, გააუქმონ "პრაიდი" - ვასაძის ულტიმატუმი ხელისუფლებას

მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ჰომოფობი ლევან ვასაძე, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და პრაიდის გაუქმებას მოითხოვს. ვასაძე მთავრობას "პრაიდის" გასაუქმებლად 10 დღიან ვადას აძლევს. 

მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, "ოცნების" ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, დადგნენ საზოგადოებრივი ნორმების, მორალის და ტრადიციების გვერდზე და გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც გავაკეთებინეთ 2 წლის წინ. ვაძლევთ 10 დღიან ვადას  25 ივნისამდე, გააუქმონ ე.წ. პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში. გარდა ამისა, რათა ყოველ წელს   არ გვიწევდეს ამ სისულელეებზე, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში  , - ამბობს ლევან ვასაძე. 

ლევან ვასაძემ ასევე იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომლებმაც ლგბტ მანიფესტს ხელი მოაწერეს, მხარი არ დაუჭირონ "პრაიდს".  

იმ 15 პარტიას, ვინც ხელი მოაწერა ლგბტ მანიფესტს, ან დადგნენ ქართველი ხალხის, მისი მორალის სადარაჯოზე, ან დადგნენ სამსახურში იმ ერთი მუჭა უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზატორების მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დაძაბონ და ააფეთქონ სიტუაცია", - ამბობს ლევან ვასაძე. 

შეგახსენებთ, 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები