"არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას" - ლიეტუის ელჩი გინტურის მკვლელობაზე

21.11.23 11:25
"არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას" - ლიეტუის ელჩი გინტურის მკვლელობაზე

თამაზ გინტურის მკვლელობიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ქართული გამოძიება დუმილის რეჟიმშია.

არ უნდა იყოთ კომპრომისულები და უნდა დასაჯოთ დამნაშავეები - ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას ლიეტუის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ცოტა ხნის წინ გაუგზავნა.

კალინდრამ კიდევ ერთხელ გამოთქვა აღშფოთება რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

აღშფოთებას იწვევს რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ უკრაინაში და მოლდოვაში. ამ ფონზე ყველანაირად უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებშიო ცხოვრობენ. რუსეთის ხელისუფლება იყენებს ძალას უმწეო, შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე მინდა მწუხარება გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ. დამნაშავეები ყოველთვის ისჯებიან, თუმცა ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომპრომისულები და უნდა ვეცადოთ დამნაშავეების დასჯას". - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები