რა უნდა გაკეთდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის? - კონფერენცია თბილისში
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს? დილიდან თბილისში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ კონფერენცია იმართება. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
იურისტები ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სასამართლოში არსებული კორუფციაა. სისტემა ჩაკეტილია, კლანის გავლენები კი იზრდება. ამ სიტყვებს ისმენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ნინო ქადაგიძეც. კონფერენციას ესწრება ომბუდსმენიც.
სანქცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არანაირი ნაბიჯები არ გადადგა, პირიქით, უზენაეს სასამართლოშ მივიდა პრემიერ-მინისტრი და ისინი დაიცვა, რაც აზარალებს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში გვაყვს მოქმედი სანქცირებული მოსამართლეები და არანაირი ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ შესწავლილი იქნას თუ როგორია კორუფციის დონე სასამართლოში, სწორედ ამ ადამიანების გავლენებთან დაკავშირებით რომ არ იდგმება, სწორედ ეს არის იმის დასტური, რომ ისინი იცავენ, რომ მათ აქვთ რაღაც სერიოზული დასამალი და ამიტომაც არ ტარდება ქმედითი ღონისძიებები იმისთის, რომ სისტემაში ჯანსაღი პროცესები იყოს, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" დირექტორი ანზი ჯანეზაშვილი.
დღევანდელი კონფერენცია UNDP-ის ხელმძღვანელმა დაგლასეუბმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაწერვიანების მსურველმა ქვეყნებმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე უნდა იზრუნონ.
ვსაუბრობთ მართლმსაჯულებასა და მასშ განსახორციელებელ რეფორმებზე რეგიონში. მტავარი განსახილველი საკითხია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემა. ვისაუბრეთ მოსახლეობის იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც არ აქვთ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა და ამ პრობლემის მოსაგვრების გზებზე. როცა ქვეყანას მკვეთრად აქვს გამოხატული ევროპული მისწრაფებები კანონის უზენაესობის დაცვა და მოწყვლადი ჯგუფების მართლმსაჯულებზე ხელმისაწვდომობა, ეს არის ქვეყნის ევროპულობის განმსაზღვრელი ფაქტორი, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა.