არის თუ არა "კლანი" მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის? - ომბუდსმენი კითხვას არ პასუხობს

01.12.23 12:07
არის თუ არა "კლანი" მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის? - ომბუდსმენი კითხვას არ პასუხობს

კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ამ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი აკეთებს. თუმცა, ომბუდსმენი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა გამოწვევა ე.წ. მოსამართლეების კლანი.

ჟურნალისტებმა ლევან იოსელიანს ჰკითხეს, რჩება თუ არა მთავარ გამოწვევად ე.წ. კლანი და კორუფცია: 

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ანგარიშების კუთხით, მათში საუბარია იმ რეფორმების აუცილებლობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგეს. ეს ბევრ ინსტიტიციურ საკითხს მოაგვარებს. მათ შორის იმ საკითხზე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ“ - ამბობს იოსელიანი.

ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს, იოსელიანისთვის ე.წ. კლანზე ეკითხათ – მან ჯერ თქვა, რომ უკვე გასცა პასუხი ამ კითხვაზე, შემდეგ კი დაამატა:

„ამაზეც ვისაუბრე. სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვმონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში, ვცდილობთ იმის ადვოკატირებას, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს, დემოკრატიულს, საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებულს გახდის ქართულ მართლმსაჯულებას“, - თქვა იოსელიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს — მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. ორივე მათგანი სავიზო კუთხით სანქცირებულია აშშ-ს მხრიდან.

მსგავსი სიახლეები