ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას? - ღუდუშაური

01.12.23 13:18
ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას? - ღუდუშაური

" ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს?" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აკეთებს.

ღუდუშაური ეხმაურება სალომე ზურაბიშვილისთვის უნივერსიტეტების მხრიდან ლექციის ჩატარებაზე უარის თქმას და ამბობს, რომ პრეზიდენტს ერთადერთი რამ აქვს სტუდენტებისთვის სათქმელი, როგორ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია.

უფუნქციოდ დატოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს - ვინ უშლიდა, რა ღირებულების მატარებელი არის, ან რა ფუნქციის მატარებელია, ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, უნდა მივიდეს და ჩვენს მომავალ თაობას უნდა აუხსნას, ბოდიში და, როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას, როგორ გათელა, პრაქტიკულად, საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც მან კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია - დღისით, მზისით, საჯაროდ,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა. 

წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.

პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური  პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები