პირდაპირი მოლაპარაკებები ოკუპირებულ აფხაზეთთან - მანჯგალაძე საფრთხეებზე საუბრობს

01.12.23 13:40
პირდაპირი მოლაპარაკებები ოკუპირებულ აფხაზეთთან - მანჯგალაძე საფრთხეებზე საუბრობს

 "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები არაფრის მომტანია და საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ რუსეთთან არის შესაძლებელი.

ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს, რომ ვითომ ურთიერთობების დათბობა" რუსეთის თამაშის ნაწილი იყოს.

არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები შამბა არ არის. ეს დაკავშირებულია რუსეთთან და ეს პოლიტიკაც შეიძლება ორი მიზნით იყოს გამოწვეული, ეს ვითომ დათბობის პოლიტიკა. ერთი, რომ აფხაზებმაც იგრძნეს, რომ რუსეთი მარცხდება და ევროპაში მიმავალ საქართველოს მატარებელს რაიმე სახით უნდათ რომ ჩაებან ან მეორე ვარიანტია, რომ რუსებმა დაავალეს, რომ ახლა სივრცე გვჭირდება, ეს კარტი უნდა გავათამაშოთ "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ვითომ რარაც დათბობა ხდება ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამბობს მანჯგალაძე. 

დაიწყება თუ არა პირდაპირი  დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანს, სერგეი შამბას დისტანიცურად ესაუბრა. 20 წუთიან შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს. 

 ვახტანგ ყოლბაია  ფიქრობს, რომ სწორედ საუბრით არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სახელით არ მოქმედებდა და საუბარი პერსონალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ.