საპარლამენტო ქვეყანაში სად გაგონილა, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებზე გადიოდეს თავმჯდომარის გარეშე? - კაპანაძე

01.12.23 14:49
საპარლამენტო ქვეყანაში სად გაგონილა, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებზე გადიოდეს თავმჯდომარის გარეშე? - კაპანაძე

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა არ განიხილება - ასე პასუხობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" საკრებულოს წევრების მოთხოვნას. ხაბეიშვილის მომხრეები ფიქრობენ, რომ საარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარის გარეშე დატოვება განაჩენის ტოლფასი იქნება და პარტიას უბრალოდ ჩამოშლის.

საპარლამენტო ქვეყანაში სად გაგონილა, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებზე გადიოდეს თავმჯდომარის გარეშე, თავმჯდომარის პოსტის გაუქმებით. დავუშვათ, გაუქმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოსტი, მერე? ეს არის ხალხის დაკვეთა, ეს არის საზოგადოების გამარჯვება, ეს არის ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი, ამით იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ამით მარცხდება რუსული რეჟიმი? ამიტომ არასერიოზული საკითხია, თან შიდა არჩევნებს კი არ ითხოვენ, დააკვირდით, ალბათ, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა და მოლოდინი, რომ გაიმარჯვებენ,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ვითხოვთ, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო - ეს მიმართვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრებმა გაავრცელეს

მსგავსი სიახლეები