ჩემთვის ეს თემა ამოწურულია, ძალიან კონტრპროდუქტიული მუდმივად შიდა არჩევნებზე საუბარი - ბოკუჩავა
"ჩემთვის ეს თემა ამოწურულია და ძალიან კონტრპროდუქტიული მუდმივად შიდა არჩევნებზე საუბარი, როცა გველოდება გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნები 2024 წელს", - ასე პასუხობს ენმ-ის წევრებს საკრებულოდან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უნდა იყოს და არა შიდაპარტიული არჩევნები.
ჩვენი მიზანია სწორედ ამ არჩევნებისთვის მომზადება და ვინც საკუთარ თავს ხედავს ენმ-ში და სურს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ენმ-ის ძალისხმევით და სახელით დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი, იმედი მაქვს, რომ ამ საერთო მიზანზე კონცენტრირდება,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ვითხოვთ, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო - ეს მიმართვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრებმა გაავრცელეს.