კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და დავუდასტურე პრემიერს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ - მიშელი
"კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიშელი წერს, რომ საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია.
კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.