ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უქმნის ვიქტორ ორბანი - სამადაშვილი

01.12.23 15:26
ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უქმნის ვიქტორ ორბანი - სამადაშვილი

"ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უქმნის ვიქტორ ორბანი, ქართული ოცნების და პუტინის საერთო მოკავშირე," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ევროკავშირი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, თუმცა ორბანის პოზიცია შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება.

ევროკავშირში დღეს ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს. გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები იმის თაობაზე, თუ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება ევროკავშირი, მიეხმარება ჩვენს რეგიონს ის, რომ საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად რუსული ხელისუფლებისა, თუ პირიქით. ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უქმნის ვიქტორ ორბანი, ქართული ოცნების და პუტინის საერთო მოკავშირე, იმიტომ, რომ ის იმუქრება, რომ დაბლოკავს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიც ორ კვირაში დაგეგმილი საბჭოს სხდომიდან, სავარაუდოდ, მაშინ ორბანის დამსახურებით მოიხსნება,“ - ამბობს სამადაშვილი.