ჯერ ხიფათი გავლილი არ არის, რომ გადავხტებით ჰოპლა მერე დავიძახოთ - მანჯგალაძე

01.12.23 15:30
ჯერ ხიფათი გავლილი არ არის, რომ გადავხტებით ჰოპლა მერე დავიძახოთ - მანჯგალაძე

"ჯერ ხიფათი გავლილი არ არის, რომ გადავხტებით ჰოპლა მერე დავიძახოთ, იმიტომ, რომ ეს 15 დღე უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, რომ ქართულმა ოცნებამ რამე არ გააფუჭოს," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ სტატუსის მიღების წინ "ქართულმა ოცნებამ" პროცესის გართულება ისევ სცადოს. 

ჯერ ყველაფერი - ხიფათი გავლილი არ არის, რომ გადავხტებით ჰოპლა მერე დავიძახოთ, გამოთქმისა არ იყოს, იმიტომ, რომ ეს 15 დღე უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, რომ ქართულმა ოცნებამ რამე არ გააფუჭოს, რამე არ შემოაცუროს ისეთი, რომელიც შეუძლებელს გახდის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის საბოლოოდ დამტიცებას,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.