დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა - კობახიძე გახარიას გუნდს დიდ პოლიტიკაში ვერ ხედავს

17.06.21 22:46
დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა - კობახიძე გახარიას  გუნდს დიდ პოლიტიკაში ვერ ხედავს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას პოლიტიკურ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს. 

როგორც კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ექსპრემიერის პარტია არჩევნებზე ორნიშნა პროცენტს ვერ აიღებს: 

რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს გახარიამ? - ორნიშნა გამორიცხულია, ბევრად ნაკლები.  ეს მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ.

ვთქვათ 7% აიღო, რაც ჭერის ჭერიც არ არის... მგონია, რომ საბოლოო ჯამში დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა - რაქტიკულად ნულით.

თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, 7% არის მაქსიმუმი, რომ თავი მოიკლეს, რაღაცამ ხელი შეუწყოთ და აიღეს. ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება - 7% თუ აიღო ქვეყნის მასშტაბით, თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, გაჰყავს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები"- თქვა კობახიძემ. 

მისი თქმით, კობახიძის ერთადერთი ამოცანა და "დავალება" არის "ქართული ოცნება" 43%-ს დააახლოვოს.

"ეს სცენარი ვის ინტერესებშია? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი"- დასძინა კობახიძემ და  გახარიასა და ოპოზიციის ინტერესების თანხვედრაზე ეჭვებზე გაამახვილა ყურადღება. 

მსგავსი სიახლეები