კორუფცია ყველა ქვეყანაშია - ირაკლი კობახიძე

17.06.21 23:29
კორუფცია ყველა ქვეყანაშია - ირაკლი კობახიძე

"კორუფცია არის ფინეთშიც და შვედეთშიც კი, სადაც იგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, მაგრამ არის"- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ  კორუფცია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი და სისტემური პრობლემაა.

როგორც "რეაქციაში" სტუმრობისას კობახიძემ განაცხადა, "კორუფცია არის ყველა ქვეყანაში, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები".

ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა ჩვენს რეგიონში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვიკლია იმ ქვეყნებამდე, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი სტანდარტით, იგივე სკანდინავიის ქვეყნებამდე, გერმანიამდე და ასე შემდეგ. კორუფცია, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ როდესაც თქვა გახარიამ რომ თითქოს კორუფცია იყო სისტემური პრობლემა და მეორე დღეს ეს უარყო, თქვა, რომ ფაქტები კი არ აქვს ზოგადად ჩვენი ტიპის ქვეყნებში ეს პრობლემა ხოლმეო, ამით ყველაფერს ნათელი მოფინა"- განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 

მსგავსი სიახლეები