ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა წევრმა დატოვა

05.12.23 16:28
ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა წევრმა დატოვა

ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა წევრმა დატოვა. მიზეზად პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტი დაასახელეს.

მათივე განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან 10 თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.

საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 წევრიდან 14-მა დატოვა.