მივდივართ ახალ პლატფორმაზე - ზუგდიდში ენმ-ს საკრებულოს წევრების ნაწილი პარტიას ტოვებს
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამჯერად ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. საკრებულოს 14 წევრი დღეიდან პარტიაში აღარ ირიცხება. "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს მაია კალანდიამაც.
ისინი აცხადებენ, რომ მუშაობას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციაში 8 წევრი რჩება.
გადაწყვეტილების მიზეზად ყველა ახალ მენეჯმენტთან შეუთანხმებლობას ასახელებს.
ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან. ჩვენ ვაგრძელებთ იმისთვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ამისთვის ვტოვებთ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვერ გავერთიანდეთ, იყო ძალიან დიდი ღირებულებები, რომელმაც დაგვაშორა ერთმანეთს და ჩავთვალეთ, რომ ადამიანებთან ბრძოლას, მოტივაცია როდესაც არ გაქვს, როდესაც ბრძოლის ველზე გადიხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს მოტივაცია შენ იპოვო სადღაც სხვაგან. მოტივაცია არ აღმოჩნდა ენმ-ში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ბევრი შეცდომა იქნა მათგან დაშვებული. მათ წარმატებებს ვუსურვებთ თავიანთ ბრძოლაში. ჩვენ ახალ პლატფორმას გავაკეთებთ ვინც გააკეთებს მათთან ერთად, - განაცხადა კალანდიამ.