კალაძის შერჩევითი სამართალი - სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე "ოცნების" დეპუტატის ვილა ისევ დგას
კახი კალაძის შერჩევითი სამართალი - თბილის მერი სახლებს მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს უნგრევს. არადა, წყნეთში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ამ დრომდე დგას "ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან მგალობლიშვილის ვილა,-რომელსაც მერი რა თქმა უნდა ვერ ეხება. სამაგიეროდ, დღეს გამთენიისას კალაძის ბრძანებთ აფრიკაში 20 სახლი დაანგრიეს, თუმცა მერი ასეთი ბრძანებებს არ გამოსცემს მაშინ როდესაც საქმე მის თანაპარტიელებს ეხებათ. რატომ? დღეს ეს კითხვა კალაძეს "პირველების" ჟურნალისტმა დაუსვა, თუმცა მერმა მოიტყუა და თქვა, რომ დეპუტატ მგალობლიშვილის სახლი უკვე დაანგრია.
ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენი მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება, გარდა დაჯარიმებისა, მოხდა აღნიშნული შენობის დემონტაჟი, რომელიც განთავსებული იყო ამ ტერიტორიაზე. შემდეგ ეს ტერიტორია გამოტანილ იქნა აუქციონზე და შეძენილი იქნა კონკრეტული ადამიანის მიერ, ზუსტად არ ვიცი, ვინ არის", - აღნიშნა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კომენტარის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტს მერიის პრესსამსახური დაუკავშირდა და უთხრა, რომ კახა კალაძეს "შეეშალა და ამ საკითხზე, ამ ქეისზე არ საუბრობდა".
აღსანიშნავია, რომ ლევან მგალობლიშვილმა 2 წლის წინ წყნეთის ტყეში სახლი ისე აიშენა, შემდეგ 2 წელი ისე არემონტა, რომ უკანონო მშენებლობის გამო მხოლოდ ერთხელ დააჯარიმეს.
ოპოზიციაში შერჩევით სამართალზე საუბრობენ და კახა კალაძეს ტყუილებში ამხელენ. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ უკანონობაზე მწვანე შუქი თანაპარტიელს სწორედ კახა კალაძემ აუნთო.
საქმე გვაქვს აღვირახსნილ ცინიზმთან და ტყუილთან, სადაც უმრავლესობის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ სახლები აიშენონ მუნიციპალურ მიწაზე ისე, რომ მათ არავინ არაფერი არ მოაკითხონ. მეორე მხრეს კი უბრალო მოქალაქეებს უნგრევენ უკანონო ნაგებობებს ისე, რომ აქეთ უმრავლესობის წევრების მიერ აშენებულ ნაგებობებზე თვალის დახუჭვა მიდის წლების განმავლობაში, რაც არის იმის პირდაპირი დადასტურება და აღიარება, რომ ეს უკანონობა არის კახი კალაძის წახალისებული", - აღნიშნა საბა ბუაძემ.