"იქ არავინ ცხოვრობდა" - კალაძე "თაღლითურ ჯგუფებზე" საუბრობს
ახალი წლის წინა დღეებში, სამგორში ხალხისთვის სახლების დანგრევის შემდეგ, დედაქალაქის მერი პირველ კომენტარს აკეთებს - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა და იქ არავინ ცხოვრობდა.
მერმა "თაღლითურ ჯგუფებზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჯგუფები ხალხს ატყუებენ:
„არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ“, - ამბობს მერი.
მისი თქმით, „ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ"
ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი. არაერთი განცხადება გამიკეთებია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას, რომ შეცდომაში ნუ შეხვალთ და უკანონობა არ გააკეთოთ.
მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან - ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.