წმენდა NAEC.GE-ში - გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩა

06.12.23 17:03
წმენდა NAEC.GE-ში - გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩა

გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩა - სოფიო გორგოძეს პოსტი რამდენიმე საათის წინ დაატოვებინეს.

5-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეროვნული ცენტრის უფროსს ჩვენი ინფორმაციით, მოსწავლეთა შეფასების შესახებ  მომზადებული საგანგაშო კვლევა არ აპატიეს და თანამდებობიდან წასვლა კატეგორიულად მოსთხოვეს.

ტესტები, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოში განათლების დონე დაბალია, მოსაწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას წაკითხულის გააზრებაც კი უჭირს, ჩვენი ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა შეიმუშავა. მის შეფს კი სისტემის გაშიშვლება არ აპატიეს.

განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი არ გამორიცხავს, რომ უწყებამ სოფიო გორგოძეს კვლევის გაყალბება სთხოვა, რისი უარყოფის გამოც იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამ კვლევაში, სწორედ ორ პუნქტში ჩანს სიტუაციის გაუარესება. განსაკუთრებით ეს არიოს წაკითხულის გააზრება, რაც საკმაოდ მძიმე და ყველა საგანზე რომ აისახება იმ ტიპის შედეგია. კვლევის შედეგები, მიუხედავ მათი ემოციებისა, რომ არ შეიმჩნიონ, საკმაოდ არასასიამოვნო იყო განათლების სამინისტროსთვისაც და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ამიტომაც გაათავისუფლეს თავად იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ კვლევის ჩატარებას. არ გამოვრიცხავ, რომ სოფიო გორგოძემ უარი თქვა ამ კვლევის გაყალბებაზე და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს", - აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები