გამოვრიცხავ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიაში ბრძოლის გაგრძელებას - მელია

07.12.23 21:28
გამოვრიცხავ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიაში ბრძოლის გაგრძელებას - მელია

სად მიდის ნიკა მელია ენმ-ის დატოვების შემდეგ - როგორც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე "პირველებთან" ამბობს, ის სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში მისვლას არ გეგმავს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ბევრი თანამოაზრე ჰყავს და ოლიგარქიასთან ბრძოლას მათთან ერთად შეძლებს. 

ჰქონდა თუ არა ნიკა მელიას მიერ ენმ-ის დატოვების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს, ამასთან დაკავშირებით მელია ამბობს, რომ "ყველამ ყველაფერი იცის, სად არის სიმართლე და სად არის მორალური უპირატესობა, სად არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და კიდევ უფრო მეტი გაიგებს რა სჭირდება ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს არ სჭირდება ბიზნეს ინტერესები პოლიტიკაში".

მე გამოვრიცხავ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიაში ბრძოლის გაგრძელებას, ბუნებრივია, ეს ასე არ იქნება, ვინაიდან ათი ათასობით უკვე თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს, სადაც ვდგავარ მე. 
ჩემთვის სიმართლეა მნიშვნელოვანი და როდესაც ენმ-ის მენეჯმენტი საუბრობდა და აღიარებენ, რომ პრობლემებია და იშველიებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ტყვეობაშია და რომელსაც დაპირდნენ შველას და ახლა ისე რომ არც ერიდება იქით სთხოვენ დახმარებას, ეს არ არის ის მორალური პოლიტიკა, რომელზეც ვისაუბრე," - ამბობს მელია.

 

მსგავსი სიახლეები