იქნება თუ არა „ლელოსთან“ ნიკა მელია? – რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

07.12.23 22:55
იქნება თუ არა „ლელოსთან“ ნიკა მელია? – რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

იქნება თუ არა „ლელოსთან“ ნიკა მელია? – ამ საკითხზე კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ "რეაქციაში" აღნიშნა, რომ ჯერ პარტია ნიკა მელიას გადაწყვეტილებას დაელოდება, თუ რა გეგმა ექნება ოლიგარქთან საბრძოლველად ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს. 

ამასთან დაკავშირებით ნიკა მელიასთან საუბარი არ მქონია. არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ტელევიზიიდან გავიდე. მე არ ვიცი მისი გეგმების შესახებ. ბოლო ხანებში მასთან არ მქონია არანაირი კონტაქტი. შესაბამისად, ჩვენი კომენტარი არ შეიძლება იყოს შიდაპარტიულ პროცესებზე, ეს ჩვენი საქმე არ არის. მე არ ვიცი, ის თავის გეგმებზე ალბათ, ისაუბრებს. მაგრამ მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება ამ საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანას ჩამოვაშოროთ რუსული ხელისუფლება.
ნიჭიერი პოლიტიკოსია, თავდადებული კაცია ამ ქვეყნისთვის, პატრიოტია, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ როლს ითამაშებს ამ ქვეყნის ოლიგარქისგან გათავისუფლებაში.
ჩვენ უკვე ვიყავით წინასაარჩევნო კოალიციურ ერთობაში, ძალიან პროდუქტიულად და კარგად ვიმუშავეთ და ვაჩვენეთ მეორე ტურში გაცილებით უკეთესი შედეგი... ასე, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ჯერ მე არ გავასწრებდი მოვლენებს, დაველოდოთ, რა გეგმები გვაქვს, ჩვენ ერთად გვიმუშავია, კარგად გვიმუშავია, მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

 

მსგავსი სიახლეები