იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

08.12.23 10:47
იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

იაპონია უკრაინას ხუთი მილიარდით დაეხმარება. პუტინთან მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტი აანონსებს, რომ ქვეყანა ამ დახმარების პაკეტის პირველ ნაწილს უახლოეს მომავალში მიიღებს. დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს - იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ, “ – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები